RIGVIR®-ი შეყავთ სერიული ინექციების სახით ვიროთერაპიით მკურნალობის ოქმის თანახმად. ვიროთერაპიით მკურნალობა ჩვეულებრივ 3 წლამდე გრძელდება. მთავარია ვიროთერაპიის სერტიფიცირებულ სპეციალისტთან კონსულტაცია მკურნალობის საუკეთესო შედეგის მისაღწევად. ვიროთერაპია ჩვეულებრივ ამბულატორიულად გამოიყენება და გააჩნია მხოლოდ მინიმალური გვერდითი მოვლენები. ყველაზე მეტად გავრცელებული გვერდითი მოვლენაა სუბფებრილური ტემპერატურა 1-3 დღით.

ონკოლიტიკურ ვიროთერაპიას მსოფლიოში კოორდინაციას უწევს ვიროთერაპიის საერთაშორისო ცენტრი, რომელიც შექმნილია RIGVIR® -ის გამომგონებლების და ლატვიელი მეცნიერების მიერ 2008 წელს. ვიროთერაპიის საერთაშორისო ცენტრის მისიაა – ვიროთერაპიით მკურნალობა უზრუნველყოს ნებისმიერი კიბოთი დაავადებული პაციენტისთვის, რომელიც მას საჭიროებს. ვიროთერაპიის საერთაშორისო ცენტრის მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებებია ექიმების გადამზადება, სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაცია და პაციენტების საერთაშორისო მომსახურების კოორდინაცია. RIGVIR® -ით ონკოლიტიკური ვიროთერაპია უკვე მიიღეს პაციენტებმა 50-ზე მეტი ქვეყნიდან.