კიბოს პირველი ვიროთერაპიული მკურნალობა

RIGVIR®-ი შეიცავს ცოცხალ არაპათოგენურ ECHO-7 ვირუსს, რომელიც არის არაგენმოდიფიცირებული. RIGVIR®-ი არის ონკოტროპული და ონკოლიტიკური. ის პოულობს და შერჩევითად აინფიცირებს სიმსივნის უჯრედებს, ამ პროცესს ონკოტროპიზმი ეწოდება. შემდეგ ხდება RIGVIR®-ის რეპლიკაცია სიმსივნის უჯრედებში და შლის მათ, პროცესს ეწოდება ონკოლიზისი.

ონკოლიტიკური ვიროთერაპია RIGVIR®-ით არის უსაფრთხო და ეფექტური კიბოს მკურნალობა, რემლიც აუმჯობესებს პერიოდს პროგრესირებამდე, ზრდის გადარჩენის შანსს და აუმჯობესებს სიცოცხლის ხარისხს.

RIGVIR®-ი არის მსოფლიოში პირველი ონკოლიტიკური ვირუსი, რომელიც რეგისტრირებულია კიბოს ვიროთერაპიისთვის და შეტანილია სამედიცინო პრაქტიკაში. RIGVIR®-ი დანერგილია ლატვიაში 2004 წელს კანის მელანომის სამკურნალოდ. 2011 წლიდან RIGVIR®-ი მთლიანად ანაზღაურებადია ლატვიის რეზიდენტებისთვის და 2015 წლიდან შეტანილია გაიდლაინებში კანისა კიბოსა და მელანომის სამკურნალოდ. 2015 წლიდან RIGVIR®-ი დაშვებულია საქართველოში, 2016 წლიდან იგი დაშვებულია სომხეთში.

ფარმაკოლოგიური ქმედება

RIGVIR®-ის პირდაპირი სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტი უკავშირდება ონკოტროპიზმს და ონკოლიზისს. ონკოტროპიზმი არის ვირუსის უნარი ამოიცნოს სიმსივნის უჯრედების ზედაპირზე სპეციფიური რეცეპტორები და შეაღწიოს მათში. ონკოლიზისი არის უჯრედების გახსნის ან დაშლის პროცესი, აპოპტოზი – უჯრედების პროგრამირებული განადგურება, ანტიანგიოგენეზი არის ახალი უჯრედების ჩამოყალიბების შეჩერება ან ბლოკირება და უჯრედის ნეკროზი. ორივე ეს პროცესი – ონკოტროპიზმი და ონკოლიზისი სელექტიურია (შერჩევითია) სიმსივნის უჯრედების მიმართ და ნორმალურ უჯრედებზე ახდენს გავლენას მინიმალურად, თუკი პროცესი მათაც შეეხო.




მკურნალობა

RIGVIR®-ი შეყავთ სერიული ინექციების სახით ვიროთერაპიით მკურნალობის ოქმის თანახმად. ვიროთერაპიით მკურნალობა ჩვეულებრივ 3 წლამდე გრძელდება. მთავარია ვიროთერაპიის სერტიფიცირებულ სპეციალისტთან კონსულტაცია მკურნალობის საუკეთესო შედეგის მისაღწევად. ვიროთერაპია ჩვეულებრივ ამბულატორიულად გამოიყენება და გააჩნია მხოლოდ მინიმალური გვერდითი მოვლენები. ყველაზე მეტად გავრცელებული გვერდითი მოვლენაა სუბფებრილური ტემპერატურა 1-3 დღით.

ონკოლიტიკურ ვიროთერაპიას მსოფლიოში კოორდინაციას უწევს ვიროთერაპიის საერთაშორისო ცენტრი, რომელიც შექმნილია RIGVIR® -ის გამომგონებლების და ლატვიელი მეცნიერების მიერ 2008 წელს. ვიროთერაპიის საერთაშორისო ცენტრის მისიაა – ვიროთერაპიით მკურნალობა უზრუნველყოს ნებისმიერი კიბოთი დაავადებული პაციენტისთვის, რომელიც მას საჭიროებს. ვიროთერაპიის საერთაშორისო ცენტრის მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებებია ექიმების გადამზადება, სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაცია და პაციენტების საერთაშორისო მომსახურების კოორდინაცია. RIGVIR® -ით ონკოლიტიკური ვიროთერაპია უკვე მიიღეს პაციენტებმა 50-ზე მეტი ქვეყნიდან.