ცნობა გვერდითი მოვლენების შესახებ

რას წარმოადგენს გვერდითი მოვლენები?

გვერდითი მოვლენა – ეს არის ნებისმიერი არასასურველი სამედიცინო გამოვლინება პაციენტში, რომელმაც მიიღო ფარმაკოლოგიური პროდუქტი და რომელიც შეიძლება იყოს გამოწვეული, ან არ იყოს გამოწვეული სამკურნალო პროდუქტით. ამიტომ, გვერდითი მოვლენა შეიძლება იყოს ნებისმიერი არასასიამოვნო ან გაუთვალისწინებელი ნიშანი, სიმპტომი, ან პათოგენური გამოვლინება მოცემული პროდუქტის გამოყენებით.

რატომ უნდა აცნობოთ გვერდითი მოვლენების შესახებ?

გვერდითი მოვლენების შესახებ ცნობით თქვენ დაგვეხმარებით ჩვენი პროდუქტების და პაციენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. თქვენი ინფორმაცია მოგვცემს ჩვენი მოვალეობების შესრულების შესაძლებლობას ჯანდაცვის ორგანოებისთვის მოხსენებების მოსამზადებლად, რომლებიც ჩვენგან ითხოვენ ინფორმაციის მიწოდებას ჩვენი პროდუქციის გვერდითი მოვლენების შესახებ იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც პროდუქტსა და ეფექტს შორის კავშირი არ გამოვლენილა.

თუ თქვენ ან იმ ადამიანს, ვისაც თქვენ ასახელებთ აწუხებს მძიმე გვერდითი მოვლენები, უნდა მიმართოთ ადგილზე ექიმს ან სხვა ექიმ- სპეციალისტს, სანამ აცნობებთ გვერდითი მოვლენების შესახებ.

როგორ უნდა აცნობოთ გვერდითი მოვლენების შესახებ?
როგორც წესი, ცნობას გვერდითი მოვლენების შესახებ აწარმოებს სამედიცინო პერსონალი, ამიტომ გირჩევთ მიმართოთ მათ – თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. უფრო და უფრო ხშირად, პაციენეტებს ეძლევათ შეასაძლებლობა სავარაუდო გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ აცნობონ სხვადასხვა მეთოდების საშუალებით, ისეთები როგორიცაა პაციენტის ელექტრონული ანგარიშის ფორმები, განთავსებული სამკურნალო საშუალებების მარეგულირებელი ეროვნული ორგანოების მიერ ან ტელეფონით.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გრძნობთ გვერდით მოვლენას ან ფიქრობთ, რომ გრძნობთ გვერდით მოვლენას, უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან. სამკურნალო საშუალებების მარეგულირებელი ევროპული სააგენტო არ იღებს გვერდითი მოვლენების შესახებ ცნობებს პირდაპირ პაციენტების ან კლიენტებისგან. სააგენტოს, ასევე, არ შეუძლია ინდივიდუალური სამედიცინო კონსულტაციის გაწევა ან დადასტურება იმისა, რომ თქვენი სიმპტომი ნამდვილად თქვენი წამლის მიერაა გამოწვეული.