RIGVIR-ის კლინიკური კვლევების მოკლე აღწერა რეგისტრაციამდე

RIGVIR-ის კლინიკური ცდები დაწყებული იქნა 1968 წელს რიგაში, ლატვიაში. RIGVIR-ის ეფექტურობის და უსაფრთხოების შესამოწმებლად კლინიკურ კვლევებში რეგისტრაციამდე მონაწილეობდა 700-ზე მეტი პაციენტი მელანომის, კუჭის და ნაწლავის კიბოს ბოლო სტადიის დიაგნოზით [1-5] .
უსაფრთხოება გამოიკვლიეს დაახლოებით 190 პაციენტზე მელანომის, კუჭის და ნაწლავის კიბოს ბოლო სტადიებში [6-9]. ყველაზე მეტად გავრცელებული გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეინიშნებოდა ხანმოკლედ (რამდენიმე დღის განმავლობაში), იყო დროებითი: დაღლილობა, ტემპერატურის ოდნავი მატება და მცირე ტკივილი სიმსივნის არეში. პაციენტებს არ აღენიშნებოდათ აუტანლობა, რომლის გამოც შესაძლოა საჭირო გამხდარიყო თერაპიის შეწყვეტა.

RIGVIR-ის ეფექტურობის კვლევაში მონაწილეობდა 540-ზე მეტი პაციენტი მელანომით. ამ კვლევებმა აჩვენეს, რომ პაციენტები, რომლებიც იღებდნენ RIGVIR-ს, ცოცხლობდნენ უფრო ხანგრძლივად, ვიდრე პაციენტები, რომლებსაც მხოლოდ ოპერაცია ჩაუტარდათ. RIGVIR-ის ძირითადი კლინიკური კვლევები
აჩვენებენ მელანომიანი პაციენტების მომატებულ 3-წლიან გადარჩენას [1,10-18]. პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ ოპერაცია, 3-წლიანმა გადარჩენამ შეადგინა 46-58%, მაშინ, როცა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ RIGVIR-ს, 3-წლიანმა გადარჩენამ შეადგინა 57-84%, ხოლო 5-წლიანმა გადარჩენამ – 44 -66%.
თვალის მელანომის მქონე პაციენტებში ეს ციფრები კიდევ უფრო მაღალი აღმოჩნდა, შესაბამისად 90% და 70%.
უსაფრთხოების კვლევის დროს ასევე მიღებული იქნა მონაცემები კვლევაში მონაწილე კუჭის და ნაწლავური ტრაქტის კიბოთი დაავადებული პაციენტების გადარჩენის შესახებ, საერთო ჯამში 160-მდე პაციენტის მონაცემები.
კიბოს III სატადიაში პაციენტების 5-წლიანი გადარჩენა ოპერაციის შემდეგ იყო 24-33%; მაშინ, როცა პაციენტების 5-წლიანმა გადარჩენამ RIGVIR-ის მიღების შემდეგ შეადგინა 47-60%.
5-წლიანმა გადარჩენამ ოპერაციის შემდგომ პაციენეტებში სწორი ნაწლავის კიბოს II-IV სტადიაში შეადგინა 41-68%; ხოლო პაციენეტებში, რომლებიც იღებდნენ RIGVIR-ს, 5-წლიანი გადარჩენა 71-78% იყო [1, 5, 19, 20].

*დღესდღეობით ახალი ონკოლოგიური პრეპარატების რეგისტრაცია მოითხოვს კვლევებს, რომლებიც აჩვენებენ წამლის გავლენას 5-წლიან გადარჩენაზე. თუმცა, პრეპარატების უმრავლესობისთვის, რომლებიც დამტკიცებული იქნა გასული ათასწლეულის მიჯნაზე და დღემდე ფართოდ გამოიყენება, ასეთი მონაცემები არ იყო ხელმისაწვდომი.
საინტერესოა, რომ ჩატარებული ჯერ კიდევ სამოცდაათიან და ოთხმოციან წლებში RIGVIR-ის კვლევები საკმაოდ შორსჭვრეტით აკვირდებოდნენ პაციენტების 3-წლიან და 5-წლიან გადარჩენას.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. Brūvere, R., O. Heisele, A. Ferdats, A. Rupais, A. Muceniece, Echovirus-mediated biotherapy for malignant tumours: 40 years of investigation. Acta medica Lituanica, 2002.
2. (Suppl 9): 97-100.
3. Doniņa, S., I. Strēle, G. Proboka, J. Auzins, P. Alberts, B. Jonsson, D. Venskus, A. Muceniece, Adapted ECHO-7 virus Rigvir immunotherapy (oncolytic virotherapy) prolongs survival in melanoma patients after surgical excision of the tumour in a retrospective study. Melanoma Research, 2015. 25(5): 421-426.
4. Alberts, P., E. Olmane, L. Brokāne, Z. Krastiņa, M. Romanovska, K. Kupčs, S. Isajevs, G. Proboka, R. Erdmanis, J. Nazarovs, D. Venskus, Long-term treatment with the oncolytic ECHO-7 virus Rigvir of a melanoma stage IV M1c patient, a small cell lung cancer stage IIIApatient, and a histiocytic sarcoma stage IV patient-three case reports. APMIS, 2016. 124(10): 896-904.
5. Alberts, P., L. Brokāne, G. Proboka, D. Venskus, I. Jaunalksne, D. Reihmane, A. Tilgase, V. Telle, L. Patetko, A. Ramata Stunda, M. Borodušķis, Viroterapija kā patstāvīga terapija onkoloğijā: Latvijas modelis. Latvijas Ārsts, 2016. 5: 60-63.
6. Brūvere, R., O. Heisele, A. Ferdats, A. Rupais, A. Muceniece, Echovirus-mediated biotherapy for malignant tumours: 40 years of investigation. Third Baltic Congress of Oncology, 2-4 May, Vilnius, Lithuania, 2002(Abstract 216): 251.
7. Priedīte, I., R. Garklava, R. Bruvere, L. Vitolina, A. Muceniece, Ближайшие и отдаленные результаты комбинированного лечения рака прямой кишки. III Estonian, Lithusaniean and Latvian oncologist conference, Riga, 1971: 325.
8. Januškevičš, V.J., B. Popēna, I. Priedīte, Послеоперационная иммуностимуляция больных раком прямой kи шkи, in: Modulation of postoperative anti-tumor immunity. 1988, Zinatne: Riga. 95-101.
9. Kunicina, T.A., J.J. Dmitrievs, S.L. Tihova, Мониторинг иммунитета у больных меnаномой кожи при лечении энтеровнрусом. Всесоюзный симрозиум «Клиника и лечение меланом кожи». Saratovo, 13-14 Sept. 1990.
10. Konopatskova, O.M., A.N. Tahtamišs, I.N. Pavlova, Результаты применения иммуномодулятора «Ригвир» у больных меланомой кожи). Всероссйская научно-практическая конференчня «Биотерапия рака», 20 Jun. P.A.Gertsen Onkology Research inst, Moscow. 2002.
11. Heisele, O., Влияние вирусного иммуномодулятора на иммунологическу реактивность больных злокачественной меланомой кожи. Thesis. Riga, 1987:1-166.
12. Rudzītis, M., R. Garklāva, B. Popēna , I. Desjatnikova, Повышение пятилетней выживаемости больных меланомой кожи, подвергнутых хирургическому лечению с последующей иммуномодуляцией. J ū rmala , 19-21 Apr . 1988. 2: 19-20.
13. Grigalinovičs, H., M. Rudzītis, M. Skudra, B. Popēna, I. Desjatnikova, R. Garklāva, Влияние иммуномодулятора вирусной природы на морфологию меланомы кожи и выживаемость больных. Proceedings of the Latvian Academy of Sciences 1988(12 (497)): 72-75.
14. Muceniece, A., M. Rudzītis, R. Brūvere, I. Desjatnikova, A. Ferdats, R. Garklāva, O. Heisele, B. Popēna, A. Volrāte, A specially selected and adapted human enterovirus as a biological response modifier with antitumor activity in the treatment of human malignant skin melanoma. Second International Conference on Melanoma, Venice, Poster Sessions, 16-19 Oct. 1989: 316.
15. Ferdats, A., Вирусы как иммуномодуляторы противоопухолевого действия. Thesis. Riga. 1989: 1-355.
16. Muceniece, A., Rigvir — virusāla imūnmodulatora izstrāde un vēža viroterapijas klīniskā izpēte. Pasaules latviešu ārstu 4. kongress, Rīga. 2001: 126-127.
17. Čēma, I., G. Proboka, J. Tārs, A. Skağers, E. Korņevs, A. Muceniece, A. Bigestāns, G. Lauskis, Melanomas sejas ādā un mutes gļotādā. Pasaules latviešu ārstu 4. kongress, Rīgā., 2001: 52.
18. Brūvere, R., G. Feldmane, A. Ferdats, O. Heisele, A. Muceniece, Adjuvant immunotheraphy with virus-mediated biomodulators developed in Latvia: experimental and clinical data. Abstract of the Perspectives in Melanoma X and The Third Annual International Melanoma Research Congress 14-16 September, Noordwijk, The Netherlands. Melanoma Research, 2006. 16(Suppl 1): S34-ABS-0058.
19. Muceniece, A., D. Venskus, Kā vērtēt imunitāti — melanomas modelis. 2007, Riga: Rīga: Ainas Mucenieces biedrība vēža imūnterapijas izstrādei. 1-199.
20. Garklāva, R., I. Priedīte, A. Muceniece, Отдаленные результаты оперативного лечения больных раком желудка и прямой кишки после иммуностимуляции их апатогенньiм энтеровирусом. Иммунокомпетентность и иммунотерапия больных злокачественными новообразованиями. Kemerovo. 77-91. 1981.
21. Muceniece, A., Ļaundabīgo audzēju viroterapija. 1. daļa — retrospekcija un pamatojums. Doctus, 2005 Nov. 40-44.